logo
ENG



ხოშტარია: ეს სიტუაცია ასახავს მათ უსუსურ მდგომარეობას

28 ნოე 201911:12
3 წუთის საკითხავი
 
vkuk5gu5muo9wqp.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, აქტივისტებმა ერთხელ უკვე იპოვეს კედელში ხვრელი და კიდევ მოხარხებენ სხვაგან შეღწევასაც. მისივე თქმით, პარლამენტთან არსებული მდგომარეობა მთავრობის უსუსურობაზე მიუთითებს.

„ვიპოვეთ ერთ-ერთი ხვრელი, ჩვენმა აქტივისტმა მოიფიქრა. კიდევ ბევრ სხვა ხვრელს ვიპოვით. მე როგორც ვიცი, სპეცოპერაცია არის დაგეგმილი ასე - რაღაცა გვირაბებიდან შეჰყავთ დეპუტატები. ეს სიტუაციაც ასახავს მათ უსუსურ მდგომარეობას. ჩვენ მათ ყველგან შევუქმნით დისკომფორტს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები დაშლას არ აპირებენ და უფრო მასშტაბურ აქციებზე საუბრობენ.


close დახურვა