logo
ENG



ხოშტარია: ვაშაძე ენმ-სთან ხედავს თავის თავს, დროა - არა, ჩვენი საარჩევნო განაცხადი გვექნება

20 ივლ 202316:43
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე ნაციონალურ მოძრაობასთან ხედავს თავის თავს, მისი პარტია კი არა. დღეს, 20:00 ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი სამომავლო გეგმებზე ბრიფინგის გამართავენ.

ხოშტარიას თქმით, დროას მისი საარჩევნო განაცხადი ექნება.

"სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძესთან და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს თავის თავს, დროა - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიირგისაც და ნაციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩევლია მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებიათვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს", - წერს ხოშტარია.


close დახურვა