logo
ENG



ხოშტარია: ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო

05 დეკ 202116:10
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო
ფორმულა/ვახო ქარელი

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხვალიდან სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის მადიდებელი შინაარსის ტექსტების შეტანის გამო პროტესტს იწყებს.

მისი თქმით, პროტესტი სხვადასხვა ფორმის იქნება და შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება. ელენე ხოშტარია საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ მას.

ცნობისთვის, დღეს ელენე ხოშტარიამ საკუთარი ფეისბუქ გვერდით გაავრცელა ფოტო ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელშიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადიდებენ. 

"ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება. სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სხვა  სახელმძღვანელოებშიც ვხვდებით ბიძინა ივანიშვილის შესახებ მსგავსი შინაარსის ტექსტებს. 

ერთ-ერთი მაგალითია გამომცემლობა დიოგენეს მე-9 კლასის ისტორიის წიგნიც, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი 2020 წელს მიენიჭა. 

„[2012 წელს] მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა (გვერდი 410)“, - ვკითხულობთ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში.


close დახურვა