logo
ENG



ხოშტარია: მართლმსაჯულების არარსებობა არის კიბო, რომელიც არ გვაძლევს განვითარების საშუალებას

13 აგვ 202021:53
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ადრე მთავარ პრობლემას კორუფციის არსებობა წარმოადგენდა, დღეს კი მთავარი პრობლემა კრიმინალის გაზრდილი რაოდენობაა.

"სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის არის შეთანხმება იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რაც არის მართლმსაჯულების სიტემა, რომლის გარეშე ვერც ეკონომიკა განვითარდება, ვერც ადამიანი დაიცავს თავის თავს, ვერც უსაფრთხოება იქნება, კრიმინალიც იბოგინებს. ეს არის ჩვენი კიბო. 

როგორც ადრე იყო კორუფცია, რომელიც ანგრევდა სახელმწიფოს, ზუსტად მართლმსაჯულების სისტემის არარსებობა არის ის კიბო, რომელიც არ გვაძლევს განვითარების საშუალებას",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


close დახურვა