logo
ENG



ხოშტარია: პოზნერის დაბადების დღე საქართველოში საზეიმო არ იქნება

31 მარ 202121:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/31/pyqlrd7khv3p55t.png

სამოქალაქო მოძრაობის დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებს და აცხადებს, რომ საქართველოში არ უნდა შემოუშვან ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოსი ვერ იქნება. ხოშტარიას თქმით, პოზნერის დაბადების დღეს საქართველოში საზეიმოდ ვერ აღნიშნავენ.

დროას დამფუძნებლის განცხადებით, პოზნერს საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს.

"ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანი, პუტინის სისტემის ნაწილი, რომელიც ამბობს კონკრეტულად, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არსებობს და აფხაზეთი საქართველოსი არ იქნება, არ უნდა შემოუშვან საქართველოში და მით უმეტეს, პანდემიის დროს, კომენდანტის საათის დროს, ვერ უნდა ბედავდეს საქეიფოდ სიარულს. თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს არ დგამს, საზოგადოებიდან მიიღებენ ამ პასუხს. მისი დაბადების დღე საქართველოში საზეიმო არ იქნება და მისთვის იქნება აქ ყოფნისას ყოველი წუთი იქნება პრობლემის წუთი", - აცხადებს ხოშტარია.

საქართველოში მყოფმა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

ისინი სკანდირებენ:"პუტინ ხუილო". 

პოლიციელები აცხადებენ, რომ "სიტუაციაში ერკვევიან".

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.  


close დახურვა