logo
ENG



ხოშტარია: პოლიცია ხელს უწყობს მოძალადეებს

02 დეკ 201920:47
3 წუთის საკითხავი
 
fhw5gl76xbgy5rl.jpg

„ქართული ოცნების“ ოფისთან კვლავ დაძაბულობაა, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა აქციის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, პოლიცია ხელს უწყობს მოძალადეებს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხან.

​„პოლიცია ხელს უწყობს მოძალადეებს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხან თავს, არიან დაზარალებულები. პოლიცია მიზანმიმართულად „ქართული ოცნების“ დავალებით არღვევს კანონს, არ იცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელს უწყობს მოძალადეებს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილი სპეცოპერაცია, ძალადობრივი გზით მას უნდა პროტესტის ჩახშობა და გაჩერება, ეს ნამდვილად არ გამოუვა, კიდევ უფრო მეტ დანაშაულს იკიდებს, როდესაც ამ სისხლის ღვრაზეც მიდის, რომ შეინარჩუნოს სკამი, არ შერჩება მაინც მოუწევს მას გაქცევა ამ ხელისუფლებიდან“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით პოლიციამ მათ გასაყვანად ყვითელი ავტობუსები შესთავაზა, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“-ს წევრები აცხადებენ რომ ისინი არსად წასვლას არ აპირებენ.

„ყვითელი ავტობუსების სცენარის გამეორება უნდათ, რომ ისევ გაგვიყვანონ ცირკის ცხოველებივით, არცერთი ჩვენთაგანი არ წავა ყვითელი ავტობუსით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უფლება, მაქვს უფლება რომ ვიყო და ვიქნები აქ“,-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.


close დახურვა