logo
ENG



ხოშტარია: პროტესტი გაგრძელდება ისე მწვავედ, როგორსაც ხელისუფლება იმსახურებს

03 დეკ 201908:15
3 წუთის საკითხავი
 
zwb9gv97uotwgik.jpg

ოპოზიციური პარიტიები შეჩერებას არ აპირებენ მანამ,  სანამ მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა. პარტიების საპროტესტო აქციები რეგიონებში გადაინაცვლებს. დღეს მშვიდობიანი მსვლელობა მცხეთაში გაიმართება, ხოლო 6 დეკემბერს კი ოპოზიციური პარტიები აქციას ქუთაისში აანონსებენ. 

როგორც „ფორმულას“ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, ოპოზიციის გეგმები არ იცვლება და პროტესტი გაგრძელდება.

„ჩვენი პროტესტი გაგრძელდება ისე მწვავედ, როგორსაც ხელისუფლება იმსახურებს. პროტესტი შედგა მიუხედავად დარბევის მცდელობისა. ყველა პროტესტი გაგრძელდება ჩვეულებრივად. ჩვენი ამოცანები არ იცვლება იმისდა მიუხედავად, რა ავადმყოფური აზრი მოუვა თავში ბიძნა ივანიშვილს“, - განაცხადა ხოშტარიამ.


close დახურვა