logo
ENG



ხოშტარია: რაც არ უნდა გააკეთონ, პიკეტირება გაგრძელდება

26 ნოე 201906:27
3 წუთის საკითხავი
 
ko9k3d5krxrqoki.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება მანამ, სანამ აქციის მონაწილეები მიზანს არ მიაღწევენ. ხოშტარიას თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიციელები "ბანდიტებად აქცია." 

„ხელისუფლებას, თუ რაც ქვია, ამ პარლამენტში ვინც დადიან "ქართული ოცნების" ჯგუფს, სამსახურში შესასვლელად ჭირდებათ სპეცრაზმის გამოყვანა. ვუთხარით, რომ მშვიდად სამსახურში ვერ ივლიან. ჩვენ აქ ვრჩებით, გავაგრძელებთ პიკეტირებას და ახლა პიკეტირებაში სპეცრაზმიც გვეხმარება, მშვენიერია. ივანიშვილს უნდა, რომ ტყუილი გაუვიდეს და ამისთვის ყირაზე დააყენა მთელი ქვეყანა. დღეს პოლიციელების რაზმები ფიჩხებს დასდევდნენ, ანგრევს ივანიშვილი ამ ქვეყანას. პოლიციელები ბანდიტებად აქცია. ჩვენი ამოცაანაა, რომ დავუბრუნოთ ქვეყანა და არჩევნები, მერე საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. იმისთვის, რომ თალაკვაძემ 20 მეტრი გაიაროს, მოდიან სპეცრაზმელებმა. რაც არ უნდა გააკეთონ, ჩვენი პროტესტი გრძელდება", - განაცხადა ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას"  ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი.   

Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks 


close დახურვა