გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას რუსეთის ძალიან დიდი შიში აქვს. ხოშტარიას თქმით, ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველო უნდა ემორჩილებოდეს კონკრეტულ ცენტრს, რადგან პატარა ქვეყანაა.
„ერთის მხრივ, რუსეთის ძალიან დიდი შიში აქვთ - ვაიმე დედა, რომ მოუნდეთ და ჩამოვიდნენ და რომ არ შემოვუშვათ, რა იქნება. რუსეთს ბიძინა ივანიშვილზე მენტალური გავლენა აქვს, საბჭოთა ადამიანია. ივანიშვილს ასე ესმის, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და რაღაც ცენტრს უნდა ემორჩილებოდეს და პლიუს ეშინია მოსკოვის.
ივანიშვილს მიაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ჩვენი რაღაც ღერძი. უნდა მივყვებოდეთ რუსულ ხაზს. ეს ნიშნავს, რომ უარს ამბობ შენს სუვერენიტეტზე“, - განაცხადა ხოშტარიამ.