logo
ENG



ხოშტარია:ხელისუფლება რადიკალურ ჯგუფებს იყენებს და მათ მხარეს დგას

08 ნოე 201921:47
3 წუთის საკითხავი
 
kzwueb02pmbeig9.png

"ეს ადამიანები რუსულ ფულს იღებენ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო შეარყიონ. ესენი იქიდან იმართებიან", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" რადიკალური ჯგუფების ლიდერებზე საუბრისას.  

ამასთან, დეპუტატის თქმით, აქციაში მონაწილე პირები დაჯგუფების ლიდერების მიერ არიან მართულნი. გარდა ამისა, ხოშტარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რადიკალურ ჯგუფებს ხელს აფარებს. 

"რა თქმა უნდა მე არ ვამბობ, რომ ყველა ადამიანია ასეთი. ვიღაცისთვის შეიძლება მართლა მიუღებელია ის, რაც ხდება. მე ვსაუბრობ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც აქ ხალხის მობილიზებას აკეთებენ, მათ შორის მღვდლებიც არიან. ხელისუფლებას ამ ადამიანებს იყენებს. აქ 20 ივნისის აქციაზე ქვებს ისროდნენ. ხელისუფლება მათ იყენებს და მათ მხარეს დგას. ერთი ასეთი ეპიზოდი იყო ბასიანის აქციის დროს, როდესაც ადგილზე გახარია მივიდა. მან უთხრა მოძალადეებს, რომ დამაცადეთ, გავიყვანთ ამათ იქიდან. მერე აქციის მონაწილეებს უთხრა, ავტობუსებით გაგიყვანთ აქედანო", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

 


close დახურვა