logo
ENG



ხოშტარია თვითიზოლაციაში მყოფებზე: მოგვდის ინფორმაცია, რომ ცესკო ბევრს არ არეგისტრირებს

26 ოქტ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია თვითიზოლაციაში მყოფებზე: მოგვდის ინფორმაცია, რომ ცესკო ბევრს არ არეგისტრირებს

ევროპული საქართველოს წევრის და ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას, ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითიზოლაციაში მყოფ ბევრ ადამიანს არ არეგისტრირებს (რათა ცესკომ მათ შემდგომში გადასატანი ყუთი მიუტანოს). 

პოლიტიკოსი ყველა მოქალაქეს, ვისაც მსგავსი პრობლემა შეექმნება მოუწოდებს, რომ ევროპულ საქართველოს მიმართოს.

"დღეს იწურება თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რეგისტრაციის ვადა. მოგვდის ინფორმაცია, რომ ცესკო ბევრს არ არეგისტრირებს. ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა შეგექმნათ ნებისმიერ ოლქში, მოგვწერეთ და ვიბრძოლებთ თითოეული ხმისთვის", - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე

ცესკოს განცხადებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფმა 900-მდე ადამიანმა გამოთქვა, თუმცა, ზოგიერთი მათი ნაწილი არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის მიმღებთა კრიტერიუმებს. 

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა