logo
ENG



ხოშტარია ცესკო-ს პირველად შედეგებზე: ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს

01 ნოე 202003:39
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარიას ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს. უბნების დახურვიდან 7 საათზე მეტის გასვლის შემდეგ, ცესკომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.  დათვლილია საარჩევნო უბნების 28,2%, ხოლო ქართულ ოცნებას აქვს - 54,72%.

ხოშტარიას თქმით, უმოკლეს დროში შეიკრიბებიან ოპოზიციური პარტიები და გადაწყვეტენ მოქმედების გეგმას.

"ჩვენ არ ვაპირებთ, ბიძინა ივანიშვილის დაწერილი ციფრებით იხელმძღვანელოს ცესკომ და ამითი გვესაუბროს. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებთ, ეს არის ოპოზიციის სწრაფი შეკრება. ეს რაც ხდება, არ არის საარჩევნო შედეგები. ცესკო კი არა, ივანიშვილი აყალბებს", - აცხადებს ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, ცესკო არის არჩევნების ერთერთი ინსტრუმენტი. 


close დახურვა