თბილისში, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც 2 მოქალაქე მსუბუქად დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩნდა და ცეცხლის გავრცელების საშიშროება იყო.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათ აღენიშნებათ მცირე დამწვრობა და ჭრილობა ხელზე. მოქალაქეებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყებოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხუდადოვის ქუჩაზე სულ მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.