ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ, ზემო თხილვანაში ძლიერი თოვის შედეგად განვითარებულმა ზვავმა და მეწყერმა სახლი მოიყოლა, რის შედეგადაც ერთი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში ადასტურებს.
კერძოდ, ამ დროს სახლში ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი იმყოფებოდა.
ადგილობრივებმა კაცის გადარჩენა შეძლეს, ხოლო 60 წლის ქალი ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.
"ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი", - წერია შსს-ის განცხადებაში.
ამ დროისთვის სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.