ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში 6 სახლი დაიწვა. როგორც „ფორმულას" საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია 6 სახლი, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
„6 სახლი დაიწვა. დაშავებული არავინაა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო მანქანა და ხანძარი ლიკვიდირებულია", - განგვიცხადეს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.