logo
ENG



ხულოში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გამოყენების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს

13 დეკ 202217:52
3 წუთის საკითხავი
 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხულოში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენებისა ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს თანასოფლელი ახალგაზრდა ქალის პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟს ედავებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ( პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება) 139-ე მუხლის პირველი ნაწილით ( პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა) მიმდინარეობს.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


close დახურვა