ხულოში სატვირთო ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 12 ოქტომბერს მოხდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.