პარლამენტში ბიუროს სხდომა დასრულდა. უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, პარლამენტის ბლოკირება დესტრუქციის გზით ხდება და ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველჰყოს საზოგადოების უსაფრთხოება.
„ეს ხდება იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებებმა არ გააგრძელონ მუშაობა და დესტრუქციის გზით მოხდეს ბლოკირება, მით უმეტეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს. რა თქმა უნდა ეს არის საზოგადეობრივი უსაფრთხოების პირდაპირი ინტერესი, რომ ინსტიტუტები მუშაობდნენ გამართულად, სწორედ, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩატარდა ბიურო, ასევე მინდა საზოგადოებისთვის გავაკეთო განმარტება რომ ვაკანტურ თანამდებოობები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას შევსებული, არა იმიტომ, რომ ვიღაცას სურს თანამდებობა, არამედ იმიტომ რომ თითოეულ კომიტეტს აქვს ძალიან მაღალი პასუხისლგებლობა, ასე რომ მოეშვან დისკრედიტაციას სახელმწიფო ინსტიტუტების საჯარო მოხელეების პარლამენტარების, ქვეყანა არის სამართლებრივი წესრიგის და არც მმართველი გუნდი, არც სახელმწიფო და არც შესაბამისი უწყებები, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა გაებას ქაოსში“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძემ ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რატომაც არ დაუჭირა მან მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას. მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით სახელწიფო დადგებოდა კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ.
„მე არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ვიღებ პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა უსიამოვნოა რაც ხდება ქუჩაში, მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უპირატესობა ენიჭებოდა მაჟორიტარულ სისტემას, მაგრამ იყო ორჯერ გაღებული კომპრომისი რა კომპრომისიც არ იყო შესრულებული. ამიტომ არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არამედ შინაარსობრივი განხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვხედავდი რისკებს, ქვეყნის სტაბილურობიდან გამომდინარე. ჩემი კომპრომისი იმასთან დკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერდი მაჟორიტალურ სისტემას, ყოველთვის იყო გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ყოფილიყო სტაბილური გარემო, ამ ვითარებაში, ამ პარტიებთან და ამ სატელევიზი პოლიტიკურ შინაარსის დესტრუქციულ ქმედებებთან რა თქმა უნდა უფრო მაღალ ხარისხში დგებოდა ის რისკი, რა რისკების ქვეშაც ჩვენ აუცილებლად დავდგებოდით“,-განაცხადა ხუნდაძემ.