უმრავლესობაში, მიმდინარე აქციებზე განხორციელებულ დაკავებებს აფასებენ. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპოზიციის წევრებს სურთ, რომ დაძაბულობა შექმნან.
„მათ სურთ, რომ ეს დაძაბულობა იყოს გადამდები და გავრცობადი, მაგრამ ამის არანაირი რესურსი მათ არ გააჩნიათ ახლა ისინი ცდილობენ, რომ ყვლეფერი გააკეთონ რომ სამართალდამცველები გახდნენ იძულებულნი, რომ კანონოდ აღასრულონ, დააკავონ და შემდეგ ამაზე ისპეკულირონ. სამართლებრივ ქვეყანაში, მიუხედავას გვარიშვილობისა, მიუხედავად ასაკისა, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა თუ ეთნოსისა, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება. სწორედ პოლიტიკურ ლიდერებს უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, თუ მათ სურთ საზოგადეოებასთან საუბარი, თუ მათ სურთ რომ ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა, ლიდერები არ უნდა იქცეოდნენ ისე, რომ პოლიციელებს თავში ურტყამდნენ, ჩაფხუტს ამხობდნენ ზედ და თან შემდეგ გამოდიოდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს ითხოვდნენ, ეს არის ფარსი ეს არის მიუღებელი და ეს არის მათი პოზა, რადგან სხვა პერსპექტივა მათ არ გააჩნიათ“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
აღნიშნულ ფაქტს ეხმაურებიან, უმრავლესობის ის წევრებიც, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს. მათი თქმით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას, ვინაიდან მათ ოპოზიციას მორალური უპირატესობა მისცა.
„არ არის ეს ჯანსაღი და ნორმალური, იმიტომ რომ ქვეყნის განვითარებიას ამ ეტაპზე მე მგონია, რომ უნდა ვიყოთ ამის მიღმა, ამაზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა იმათაც აქვთ ვინც ამ პიკეტებს აწყობს და ზოგიერთ შემთხვევაში კანონსაც ცდებიან, მაგრამ ხელისუფლებამ ამის მორალური საშუალება მისცა, მე ვფიქრობ რომ ის შეცდოა, რომელიც დაუშვა მმართველმა პარტიამ ზუსტად ეს არის რომ არ უნდა მომხდარიყო ისეთი პირობებიდან გადასვლა, რომელიც გამოიწვევდა დისონანსს“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.