logo
ENG



ხუნდაძე ბოკერიას: მიჩნდება ეჭვი, რომ თქვენ საგანგებო მდგომარეობა გინდათ

21 მაი 202016:38
3 წუთის საკითხავი
 
7vn7eov919olium.png

"მიჩნდება ეჭვი, რომ თქვენ გინდათ საგანგებო მდგომარეობა",-ეს განცხადება დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მისივე თქმით, ამგვარი ეჭვის გაჩენის საფუძველს ორი ფაქტორი აძლევს. 

"ეს ეჭვი შეიძლება ორად გავყოფთ: ერთი, ის რომ თქვენ გსურთ საზოგადოებაში გამოიწვიოთ უკმაყოფილება იმით, რომ ჭარბი შეზღუდვების რეჟიმში იყვნენ. ამით მიიღოთ სარგებელი ან მეორე - მართლაც ჩაშალოთ არჩევნები და საარჩევნო პროცესი. ამისთვის თქვენ არაერთი მიზეზი მოიფიქრეთ მაგრამ ამის უფლებას არ მოგცემთ. ვფიქრობ, ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ უკვე იცით შედეგი და ეს არ გაწყობთ, ამიტომ გირჩევნიათ დესტრუქცია ვიდრე საარჩევნო პროცესში ჩართვა, ამომრჩეველთან პირისპირ დადგომა. ასე რომ დაანებეთ ამას თავი და ამაში ჩვენ არ გამოგყვებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი იმდაგვარია, რასაც ბოლომდე არ ვიზიარებ, მაგრამ ვიტოვებ რა ჩემს სიტყვას - შეთანხმებულს უმრავლესობასთან და მაჟორიტარებთანაც, შემდეგ უკვე საერთაშორისო მეგობრებთანაც იმ ფორმულირებით რომ ამას ბოლომდე მხარს დავუჭერთ",-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 


close დახურვა