logo
ENG



ხუნდაძე ელისაშვილს: უნდა შეძლოთ და აღიაროთ, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია

02 თებ 202113:30
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე პარტია მოქალაქეების წარმომადგნლებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს მიმართა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში დღეს შევიდნენ.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ელისაშვილის სიტყვით გამოსვლისას "მოეჩვენა", რომ ის იმ ოპოზიციონერების გავლენის ქვეშ არის, რომლებსაც "სააკაშვილი ხელმძღვანელობს".

"ღმერთმა გამრავლოთ ოპოზიციის სტატუსამდე. უბრალოდ მე ბატონ ალეკოს პირველი სიტყვა უკვე მომეჩვენა, რომ მათ გავლენა შემოჰყვათ ოპოზიციის იმ მაგიდის გარშემო მჯდომების, რომლებსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ, თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ თქვენ ამის გჯერათ, ნუ, კარგია აქ რომ ხართ, მაგრამ ჯობია ცოტა მეტი მაინც იყოთ", - თქვა ხუნდაძემ.

მისივე განცხადებით, პარტია მოქალაქეებს საშუალება ექნება, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის ფორმატში იმუშაონ, თუმცა ამის შემდეგ უნდა აღიარონ, რომ "არჩევნები არ გაყალბებულა".

"საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას აუცილებლად მოგცემთ და იქ იმუშავეთ, მაგრამ შემდეგ უნდა შეძლოთ, რომ გათავისუფლდეთ ბოლომდე გავლენისაგან და აღიაროთ, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ხუნდაძემ.

დღეს, 2 თებერვალს, მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სხდომას ესწრებიან პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში დღეს შევიდნენ.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართოს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ამ საკითხს ჩააგდებს. როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "ამ ეტაპზე მანდატების შეწყვეტისგან თავს შეიკავებენ.


close დახურვა