logo
ENG



ხუნდაძე კორონავირუსზე: ჯანდაცვის სისტემა მზად არის

20 მარ 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან საბრძლველად მზად არის.

„ჯანდაცვის სექტორის მიმართ კრიზისული გეგმა შემუშავებულია. ჰოსპიტალური სექტორი თავისი მარაგებით გაწერილია. სისტემა მზად არის. თუმცა, დამატებით გვინდა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტს გავესაუბროთ. თუ კი მათ ექნებათ შენიშვნები, ეს იქნება არგუმენტირებული, ამასაც გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია კორონავირუსზე მასობრივი ტესტირების დაწყება.

„თუ კი საუბარი მიდის მასობრივ ტესტირებაზე, ყველაფერი ეს ამ რეკომენდაციის შესრულებას ნიშნავს. მასობრივი ტესტირება არ ნიშნავს, რომ ვიღაც განიკურნება. ეს ნიშნავს ყველაზე მთავარს, რომ  გაივლიან ტესტს ექნებათ მოტივაცია, რომ დარჩნენ თვითიზოლაციაში და დარჩნენ კარანტინის რეჟიმში“, - განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 


close დახურვა