სოფელ ხურვალეთი-ორჭოსანისა და ცენტრალური ავტობანის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალები ხნულებს ანახლებენ.
ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც, თუმცა სუს-ში ამბობენ, რომ ეს არაა ახალი ხნულები, არამედ საოკუპაციო რეჟიმი ადგილზე არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს ანახლებს. მათივე ცნობით, ამგვარ ხნულებს ოკუპანტები ყოველწლიურად ავლებენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, ტერიტორია ავტობანიდან დაახლოებით, 380 მეტრშია.