logo
ENG



ხურვალეთში ოკუპანტებმა ყვითელი, გამაფრთხილებელი ბანერი აღმართეს

04 სექ 202117:17
3 წუთის საკითხავი
clock 712

ხურვალეთში ოკუპანტებმა ახალი, ყვითელი, გამაფრთხილებელი ბანერი აღმართეს

ბანერი "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" დრონით აღბეჭდა. 

ბანერზე წერია: "ყურადღება, სახიფათო მონაკვეთი". 

უცნობია, რას ნიშნავს ეს წარწერა. 

დავით ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ ეს ბანერი დანაღმულ მონაკვეთზე მიუთითებდეს, თუმცა, ამისი დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ადასტურებს და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ე.წ. "გამაფრთხილებელი" ბანერის აღმართვის ფაქტს.

2008 წლიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ უკანონო აქტივობებს, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, სამხედრო ინფრასტრუქტურის უკანონო მოწყობას და ა.შ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფიქსირებს საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს, თითოეულ მათგანზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია რეალურ დროში მიეწოდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი უკანონო აქტივობები ასევე განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას". - წერია სუს-ის განცხადებაში. 


close დახურვა