logo
ENG



ხუციშვილი: პროტესტი ლეგიტიმურია, თუმცა ის კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს

26 ნოე 201912:00
3 წუთის საკითხავი
 
4mx81tp08h9ydo7.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ზაზა ხუციშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ხუციშვილი "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, საზოგადოების პროტესტი ლეგიტიმურია. მისივე განმარტებით, რამდენიმე დეპუტატმა ხელისუფლების მიერ მიცემული დანაპირების არ შესრულებამ, რამდენიმე კანონმდებლის აღფოთება და მათ მიერ გუნდის დატოვება გამოიწვია. 

"საზოგადოების პროტესტი არის ლეგიტიმური, სწორედ ამიტომ დავტოვეთ უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა. თუმცა პარლამენტის პიკეტირება არ არის ლეგიტიმური და შესაბამისად, პოლიციის ქმედებები არის კანონიერი. პროტესტი კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს. რამდენად ჰუმანურია გუშინდელი ქმედებები ვერ გეტყვით, მთლად ჰუმანურს ვერ დავარქმევ", - განაცხადა ხუციშვილმა. 

 


close დახურვა