logo
ENG



ხუხაშვილი: კორონას შემდეგ ახალ ეკონომიკურ მოდელზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენთვის არავის ეცლება

09 აპრ 202022:31
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემდეგ მსოფლიოში ქვეყნებს შორის განსხვავებული ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდება.

ხუხაშვილის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში კომუნალური გადასახადების დაფარვის გარდა, მთავრობამ სხვა ნაბიჯებიც უნდა გადადგას.

„მწირი რესურსები აქვს საქართველოს და სოციალური რისკების გადაზღვევა მთლიანად ვერ მოხდება, მაგრამ გასაგებია, რომ კომუნალური გადასახადების გარდა, კიდევ მოუწევთ ნაბიჯების გადადგმა, რათა სოციალურ სფეროში არსებული კრიზისული დრამა შეარბილოს. ცხადია, რაღაც კიდევ უნდა გაკეთდეს.

ბევრად რთულადაა საქმე ეკონომიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე. გარდა იმისა, რომ მოგვიწევს ეკონომიკის აღდგენა, მოგვიწევს მისი მოდერნიზაციას. ჩვენ ახლა შევდივართ ახალ სამყაროში, ახალი ეკონომიკური ურთიერთობებით. სრულიად ახალ ეკონომიკურ მოდელზე უნდა ვიფიქროთ. მთლიანად იცვლება ეკონომიკური ურთიერთობა. სოციალური სტრესის შემდეგ, მდგომარეობა შეიცვლება. წინა პლანზე წამოვა ინდუსტრიული სეგმენტი. პირველ რიგში, ქვეყნები იმოქმედებენ სასურსათო უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენც ამ კუთხით უნდა ვიფიქროთ. არც ერთ ქვეყანას ჩვენთვის არ ეცლება“, - განაცხადა ხუხაშვილმა. 


close დახურვა