logo
ENG



ხუხაშვილი ივანიშვილზე: მას ძალაუფლება სჭირდება პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის

02 თებ 202022:56
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილს ღრმად აქვს შეტოპილი და პირადი კეთილდღეობისა და თავდაცვის მიზნით სხვა გამოსავალს, გარდა ძალაუფლებისა ვერ ხედავს.

„ქართველი პოლიტიკოსები არიან მფრინავები, სწავლობენ ფრენას, მაგრამ აეროდრომზე დაჯდომას ვეღარ სწავლობენ. ბიძინა ივანიშვილი არ არის გამონაკლისი ამ მხრივ. ივანიშვილს სამწუხაროდ ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი. მას ძალაუფლება აღარ სჭირდება ძალაუფლებისთვის, მას ის სჭირდება პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ამის გარანტიების მიღების შანსს გარდა იმისა რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს დღეს ის ვერ ხედავს. მე ვთავაზობ რამდენიმე ნაბიჯს, რითაც მას შეუძლია გადაარჩინოს თავისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება, ჯერჯერობით ვერ ვხედავ რომ ის ამაზე წამსვლელი იყოს“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

 

 

 


close დახურვა