logo
ENG



ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა-გახარია

08 ივნ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე საუბარი შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ ეტაპს შეეხო. 

გახარიას თქმით, ფორმულირება, თითქოს საქართველომ ვირუსი დაამარცხა, არასწორია, რადგან მსოფლიო პანდემიას ებრძვის. 

"ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა და შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს, ისევე, როგორც ეკონომიკურ კრიზისს ვერ დაამარცხებს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ, შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება. აქაც გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა