logo
ENG



ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილს: ჩემი შვილი არავის წაუყვანია, რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი

05 დეკ 202219:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/2m8fpef9uvcsf45.png

უკრაინის ომში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანი არჩილ ხოფერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს.

დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა: "ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებიდან უკრაინაში, ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში".

"მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე ... არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია უბრალოდ იცოდეთ ჩემი შვილი როცა ომი დაიწყო თბილ მიუნხენში იყო დილის 9 დამირეკა და მითხრა რომ მიდიოდა ..უბრალოდ ვთხოვე დამლოდებოდა ვარშავაში არ დამელოდა ..და იმ კიევში შევიდა რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა..იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი .. მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა რაზეც ვფიქრობ პირუთვნელად იარა"- წერს არჩილ ხოფერია.

ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში 1-ელ დეკემბერს დაიღუპა.

3 დეკემბერს, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულების ოჯახებს ოფიციალური სამძიმარი მხოლოდ მეორე დღეს გია ვოლსკიმ განუცხადა, დღეს კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ღარიბაშვილმა.

ომში რუსეთის აგრესიას სულ 33 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა