logo
ENG



ჯანგირაშვილი: ტელევიზია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია

15 ივლ 202222:34
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ტელევიზია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. ჯანგირაშვილი ამბობს, გადარჩენისთვის დახმარება სჭირდებათ.

"განვითარების გეგმებზე აღარ ვლაპარაკობ, უბრალოდ არსებობის საკითხი დადგა. მარტოები ვერ დავძლევთ ამ პერიოდს. ქართული ბიზნესის იმედიც არ მაქვს. ვიცი, რომ არარეალური იდეაა ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა, მაგრამ არ ვეშვები მცდელობას. ჯერ კიდევ ვთვლი, რომ შესაძლებელია ამ ვითარებიდან გამოძრომა და არის შანსი, მომავალში აქ კარგი რაღაცები გაკეთდეს. თუმცა, მომავალი არ იქნება, თუ ახლა არ გადავრჩით. ვმუშაობთ რამდენიმე გრძელვადიან გამოსავალზე, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში თქვენი მხარდაჭერაა ერთადერთი გამოსავალი. მოკლედ, ნებისმიერი თანხა, თუნდაც 1 ლარი, რომელსაც კავკასიის მხარდასაჭერად გაიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ფინანსურ ეკვივალენტში, ასევე გამხნევებისთვის", - ამბობს ჯანგირაშვილი.


close დახურვა