logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრი: ტესტების მოხმარების საბაზრო ფასს მალე დავადგენთ

27 მარ 202013:30
3 წუთის საკითხავი
 

"სახელწმიფო ფასის დადგენაზე მუშაობს და ჩვენ მალე დავადგენთ რა იქნება ტესტების მოხმარების საბაზრო ფასი",-ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი სწრაფი ტესტების ფასებთან დაკავშირებულ შეკითხვას. 

კატასტროფის ცენტრის მიერ გაავრცელებული ინფორმაციით, ისინი ტესტებს ატარებენ და აღნიშნული ტესტები აკრედიტირებულია. ამ შემთხვევაში ფასი 150 ლარია. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად აკრედიტირებულია ეს ცენტრი და მისი საქმიანობა, მინისტრის თქმით მათ დააკყმაფილეს საერთაშორისო სტანდარტები.

"რაც შეეხება კონკრეტულად ამ კომპანიას, სანდოობა გამოეცხადა მხოლოდ 4 კომპანიას და აღნიშნული შედის ამ ჩამონათვალში",-აღნიშნა ტიკარაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით კი, აღნიშნული ცენტრის მიერ ტესტების მოხმარება რეგულირებას გაივლის.

"ჯანდაცვის სამინისტროში შემოვიდა რამდენიმე კომპანიის განაცხადი ტესტების რეგისტრაციის თაობაზე. სამინისტრომ რამდენიმე ტესტის დაარეგისტრირა და რაც შეეხება კონკერტული დაწესებულებების აკრედიტაციას, მსგავსი მექანიზმი არ არის. ლაბორატორიები მუშაობენ ნებართვის საფუძველზე. რეგულირების სამინისტრო დაადგენს კონკრეტულად ამ შემთხვევაში ლაბორატიის შესაბამისობას, რადგან ამის მიზანია, ტესტების გამოყენებას არ ჰქონდეს უკონტროლო და კომერციული ხასიათი. მკაცრად განისაზღვრება ის პირობები, რა ფასით და როგორ უნდა ხდებოდეს ტესტების გამოყენება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამან ცუდ კრიტიკულ შედეგამდე მიგვიყვანოს",-განაცხადა თამარ გაბუნიამ.


close დახურვა