logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში კერძო კლინიკების აქტიურობით უკმაყოფილოა

18 აგვ 202120:29
3 წუთის საკითხავი
 

აჭარაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბათუმში პაციენტების კლინიკებში გადაყვანა უადგილობის გამო ფერხდება, არადა ჰოსპიტალური სექტორის რესურსი ბოლომდე ათვისებული არ არის. იგულისხმება კერძო კლინიკები, რომელთანაც კომუნიკაცია გართულებულია. ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში საავადმყოფოების აქტიურობით უკმაყოფილოა. მსგავსი კრიზისი კომუნიკაციაში წინა პიკის დროს არ ყოფილა. კოვიდ მიმღებად კერძო კლინიკებს გადაკეთება მთავრობის თავმჯდომარემ უნდა დაავალოს, მაგრამ ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არჩევნების წინ არ სურს.


close დახურვა