"ვეწინააღმდეგებით კომერციალიზაციას. დღეს არავის აქვს უფლება ნახოს მოგება ადამიანზე. სწორედ ფასების დადგენას ვეწინააღმდეგებით, რაც უკვე დაფიქსირდა",-ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი სწრაფი ტესტების კერძო სექტორის მხრიდან შემოტანის ფაქტს. მისი თქმით, კონკრეტულ კომპანიებს აღნიშნულის უფლება აქვთ, ხოლო მთავრობის მკაცრი პოზიცია უკავშირდება ტესტების ფასებს.
"დღეს ტესტების შემოტანაზე დოკუმენტია შემოტანილი აქვს 8 კომპანიას და აქედან 4 დაერთო ნება შემოეტანა სწრაფი და პისიარ ტესტები. მივიღეთ გადაწყვეტილება მოხდეს თანხების ფიქსირება. ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან შერჩეულია 7 კერძო ლაბორატორია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატარეს ეს ტესტები და აღნიშნული მათ მიიღეს საჩუქრად ლუგარის ლაბორატორიიდან",-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ამჟამად ტესტების ხარისხის მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, მინისტრმა კონკრეტული ციფრი ვერ დაასახელა. მისი თქმით, ეს მუდმივად ცვალებადი პროცესია.