ჯანდაცვის სამინისტრო ისევ მსჯელობს ნებართვის გაცემაზე, რომ ამერიკელ პროფესორს ნება დართონ, მესამე პრეზიდენტს შეხვდეს. ჯეიმს კობი რამდენიმე დღეა, უშედეგოდ ელოდება მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას. ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებას აცნობებს ამერიკელ სპეციალისტს, იქამდე კლინიკამ უარი უთხრა პაციენტთან შეხვედრაზე. კლინიკას თავად პაციენტმაც მიმართა, მაგრამ ვერც ამ ფაქტმა შეცვალა რეალობა. ამის შემდეგ მესამე პრეზიდენტის ოჯახმა საავადმყოფოს ხელმძღვანელი კანონდამრღვევად მოიხსენია. ახლობლების ცნობით, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მოლოდინში
07 ოქტ 202220:07
3 წუთის საკითხავი