logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გრძელდება

14 ოქტ 201912:41
3 წუთის საკითხავი
 
abpz44pf7usos40.png

პროტესტის 28-ე დღე. დევნილების ნაწილი საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას ამ დრომდე აგრძელებს.

მათი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ისეთი კრიტერიუმები აქვს დაწესებული, რისი დაკმაყოფილებაც მათთვის რთულია.

აქციის ოთხ მონაწილეს, უკვე მეოთხე დღეა სამინისტროს ფოიეში უწევს ღამის გათენება. ისინი აცხადებენ, რომ შენობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მათ უკან აღარ შეუშვებენ. დევნილები არ აპირებენ აქციის შეწყვეტას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„იცით რა პასუხი გამცა გიორგაძემ? სარდაფში ვიყავი უკვე გადასული, რომ ბინის ქირა ვერ გადავიხადე და სადაც ამდენი წელი გაძელი, ეხლაც გაძელიო. რა გავაკეთო აღარ ვიცი, თვითმკვლელობა ხომ არ ვცადო? მერე შეგვრაცხავენ, რომ ფსიქიურად დაავადებულები ვართ,“ - აცხადებს ოჩამჩირედან დევნილი ნაირა ქავთარაძე.

„აქედან რომ გამოვიდეთ, უკან ვერ დავბრუნდებით, ამიტომ არ ვტოვებთ დაწესებულებას. 28 დღის განმავლობაში, ერთხელ არ ჩამობრძანდა, არ ინება საუბარი, ის უკვე ჩვენ მინისტრად არ მიგვაჩნია,“ - განაცხადა გაგრიდან დევნილმა მზია ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ უკვე 28-ე დღეა, რაც დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს არ ტოვებენ. მათი ძირითადი მოთხოვნები ამ დროისთვის უცვლელია - ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.


close დახურვა