სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში მყოფი დევნილები ხელისუფლებას არ ენდობიან და მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე აქციას აგრძელებენ. შეთანხმების მიხედვით, 3 ოჯახს ბინა უკვე გადაეცა, 4 კი უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდება. საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაპირება მიიღო ასევე 40-მდე ოჯახმა.
„სამართლიანი ბრძოლის შემდეგ მივაღწიეთ შედეგს, გუშინ მოხდა შეხვედრა და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ შეგვიყვანენ დროებით თავშესაფარში, სანამ ჩვენს კუთვნილ ფართებს მივიღებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.
დევნილების აქცია ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში უკვე 38-ე დღეა მიმდინარეობს.