სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია პერფომანსი უკვე მესამედ გამართეს. მათ 3 უცვლელი მოთხოვნა აქვთ - 586-ე და 520-ე დადგენილების პუნქტების გაუქმება, რომელიც საგამოცდო ტარიფის გაუქმებას გულისხმობს და რეზიდენტურის გადახედვა, რომელიც სტუდენტთა თქმით, უფასო უნდა იყოს.
“გვინდა მივიღოთ კვალიფიციური განათლება აქ და აქ დავრჩეთ. სახელმწიფო არ გვიტოვებს სხვა გამოსავალს გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ ქვეყნიდან გაქცევაზე“, - განაცხადა სტუდენტმა და აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ჯანიყაშვილმა.