აფხაზეთიდან დევნილების პროტესტს დღეიდან სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული პირებიც შეუერთდებიან. ხაშურის ყოფილ საავადმყოფოში შესახლებული ადამიანები, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესის გაჭიანურებას აპროტესტებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მცხოვრები დევნილების მოთხოვნები კი კვლავ უცვლელია. ისინი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრების დაშლას და მისი ახალი წევრებით დაკომპლექტებას მოითხოვენ.
„არანაირი ცვლილება არ არის, კომენტარი გაკეთდა წოწკოლაურის მხრიდან, რომელიც საერთოდ მისაღებიც კი არ იყო ჩვენთვის, რადგან ეს იყო ტყილი, ხვალ გვიერთდებიან ისევ დევნილები და ვნახოთ, იქნებ ერთიანი ძალით რამეს მივაღწიოთ“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.
შეგახსენებთ, რომ დევნილების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე 35-ე დღეა გრძელდება.