logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტროში შეკრებილი დევნილები ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ

11 ოქტ 201921:40
3 წუთის საკითხავი
 
u9bsc9lhmjoexty.jpg

 

ამ წუთებში ხმაურია ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახები 20 დღეზე მეტია აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა დღეს სამინისტროს მიერ ბინების გადანაწილების პროცესი გააპროტესტეს, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა, რომლის შედეგადაც დააკავეს პარტია ენმ-ს წევრი ბესო შენგელია.

როგორც "ფორმულას" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ჯანდაცვის სამინისტროს შენობის ცენტრალურ შესასვლელში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. დევნილთა ნაწილი შენობის გარეთ რჩება, ხოლო ნაწილი შენობას არ ტოვებს, ვინაიდან სამართალდამცავები შენობის დატოვების შემთხვევაში უკან აღარ უშვებენ.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინი ითხოვენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბესო შენგელია, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების მიერ იქნება დაკომპლექტებული და სწორედ კომისიის გადაწყვეტილების შედეგად მოხდება ბინების გადანაწილება. გარდა ამისა, შენობაში მყოფი დევნილთა ნაწილი ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს.

როგორც „ფორმულას“ შსს-ში განუცხადეს, შენგელია არ დაუკავებიათ და ის, უბრალოდ, გამოკითხვის მიზნით, გადაიყვანეს განყოფილებაში.

 


close დახურვა