logo
ENG



ჯანეზაშვილი:10 მიზეზი, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს

11 ნოე 201911:31
3 წუთის საკითხავი
 
mtokglu6b0pzpkm.png

აქ არ არის საუბარი მოგონილ ფაქტებზე შეფასებებზე, წარმოდგენებზე და ა.შ. საუბარია კონკრეტულ  მაგალითებზე. მითითებულია ყველა იმ მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება, დოკუმენტი, ინფორმაცია და ვფიქრობ პარლამენტმა ეს უნდა გაითვალისწინოს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტი ამ 20-ი კაციდან ვერც ერთი ადამიანი ვერ მოხვდებოდა ამ სიაში, რომ არა კლანის და მიხეილ ჩინჩალაძის მხარდაჭერა ეს არის კონტექსტი. ამ კონტექსტთან ერთად ყველა ის დარღვევა, რაზეც მე ვსაუბრობ, არის მნიშვნელოვანი და პარლამენტის წევრის მხრიდან რომელიმე წევრის მხრიდან თუნდაც ის მოსაზრება, რომ გამოვარჩიოთ რომელიმე კვალიფიციური ერთი კადრი და ის მაინც ავირჩიოთ, ეს არის მიამიტური დამოკიდებულება და ჩინჩალაძის გამარჯვება, რადგან ამ სიაში თავიდანვე იკითხებოდა რომ ვიღაცეები ჩავარდებოდნენ, ვიღაცეები აირჩეოდნენ. ეს მოდელი ჩინჩალაძის ვერსიაა ეს არის ჩინჩალაძის კლანის მიერ მოფიქრებული სცენარი და მე ვფიქრობ, ამ მოდელს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კენჭისყრა უნდა შეჩერდეს. მან აღნიშნული რეკომენდაციებით პარლამენტის თავმჯდომარესა და იურიდიული საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოს იმედი არ აქვს, ვინაიდან მისი აზრით, ჩინჩალაძე-მურუსიძეს მოსამართლეების ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვს.

 


close დახურვა