logo
ENG



ჯანეზაშვილი პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ განსხვავებულ აზრს წარუდგენს

07 ნოე 201908:39
3 წუთის საკითხავი
 
yi7cyruq7prfj1o.png

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ განსხვავებულ აზრს წარუდგენს. ჯანეზაშვილი იმ დარღვევებზე აპირებს საუბარს, რომლებიც საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლინდა. 

"საბჭოში დარღვევებით სავსე პროცედურები ჩატარდა, რომელმაც ვერ უზრუნველყო 20-კაციან სიაში ღირსეული ადამიანების მოხვედრა. შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედებების გამო,  ამ პროცესს ვუცხადებ უნდობლობას. ამიტომ ამ დღეებში პარლამენტს წარვუდგენ განსხვავებულ მოსაზრებას, სადაც აღწერილი იქნება, საკვანძო დარღევევბი, რომელიც საბჭოში მთელი შერჩევის პროცესში წარიმართა", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

 


close დახურვა