"ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანები, რომლებიც კოვიდ 19-ისგან განიკურნენ და ანტისხეულები აქვთ, მეორედ არ დაინფიცირდებიან", - განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა.
მიიჩნეოდა, რომ პაციენტებს, რომლებიც ვირუსს გადაურჩნენ, შესაძლოა იმუნიტეტი გამოემუშავებინათ და ანტისხეულები მათ ხელახალი ინფიცირებისგან დაიცავდათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს ასევე აფრთხილებს, თავი შეიკავონ ე.წ. იმუნიტეტის პასპორტების გაცემისგან, რადგან მსგავსი პრაქტიკის შემთხვევაში პაციენტებმა შესაძლოა რეკომენდაციები აღარ გაითვალისწინონ, რაც ვირუსის გავრცელების რისკს გაზრდის.
ანტისხეულებზე დამყარებული ტესტირება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაავადების მაჩვენებლის კონტროლისა და ე.წ. ლოქდაუნების გაუქმების სტრატეგიის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია.