logo
ENG



ჯანმო - პანდემიის პირობებში პირბადეებს არასწორ გამოყენებას სარგებელი არ მოაქვს

07 აპრ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის პირობებში პირბადეებს არასწორ გამოყენებას სარგებელი არ მოაქვს და მხოლოდ პირბადეს არ შეუძლია გაუმკლავდეს ვირუსს, -  ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის დირექტორმა გააკეთა და განმარტა, რომ სამედიცინო პირბადეების გამოყენება მედიკოსების, კოვიდ 19-ით დაინფიცირებული პირებისა და ამ ადამიანების მომვლელთათვის არის რეკომენდებული.

ტედროს გიბრეიესუსის თქმით, მოსახლეობის ფართო ფენების მიერ პირბადეების გამოყენებამ შესაძლოა მისი დეფიციტი გამოიწვიოს.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ქვეყნებს სპეციალური პირბადეებისა და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენებას, ასევე ყველა შემთხევის მკურნალობას, ტესტირებასა და კონტაქტების გამოძიებას ურჩევს.

მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ლედი გაგამ სამედიცინო სფეროს მუშაკების დასახმარებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დაიწყო. 


close დახურვა