ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
"მას სერიოზული პრობლემა აქვს კალიუმისა და ნატრიუმის ვარდნასთან მიმართებაში. გუშინდელი გადასხმის მიუხედავად, ეს მაჩვენებლები ძალიან მძიმეა. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებითა და ერთობლივი მოთხოვნით, ახლა შიმშილობა შეწყვიტა", - აღნიშნა მან.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 9 დღის წინ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა უკვე შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ. შიმშილობას ანა წითლიძე აგრძელებს.