საშიში ბუშტები საქართველოში - რამდენად ფართოდ არის გავრცელებული ბაზარზე მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველი საბავშვო ბუშტები. ირკვევა, რომ 3 დასახელების ბუშტმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, რადგან მათში საშიში ტოქსიკური ნივთიერებები დასაშვებ ზღვარს აღემატებოდა. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საფრთხეზე შესაბამისად არ რეაგირებს.