არის თუ არა ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებელი რუსთავში, მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორი სასამართლოში დავობს. მდგომარეობა განსაკუთრებით აუტანელი ხდება ზაფხულში. ამბობენ, რომ ქარხნების მომწამლავი გამონაბოლქვი კრიტიკულ ნიშნულზეა. 130 ათასიან ქალაქში 40-მდე ქარხანაა, რომლის უმეტესობა ფილტრებს არ აყენებს, დამონტაჟების შემთხვევაში კი დანიშნულების მიხედვით არ იყენებს. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ნაბიჯებს დგამს.
ჯანმრთელობისთვის საშიში ჰაერი
17 აგვ 202220:37
3 წუთის საკითხავი