ჯანო ანანიძე კარიერას ანორთოსისის შემადგენლობაში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
27 წლის ნახევარმცველმა მოსკოვის სპარტაკიდან წასვლის გადაწყვეტილება კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღო.
გიორგი ლორიას, ბუბა დაუშვილის, ნიკა კაჭარავასა და თორნიკე ოქრიაშვილის შემდეგ, ანანიძე ანორთოსისის მეხუთე ქართველი ფეხბურთელი იქნება. თემურ ქეცბაიას მიერ მომზადებული გუნდი 15 მატჩის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატს 36 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.