logo
ENG



ჯარიმების სახით გამოწერილმა თანხამ 15,714,000 მილიონი ლარი შეადგინა

22 აპრ 202014:53
3 წუთის საკითხავი
 
oq8gi13gfb7nnrs.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს მონაცემებს, სადაც ასახულია  21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევისთვის ჯარიმების რაოდენობა.

„შსს-მ, 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევისთვის 5,148 ფიზიკური პირი და 18 იურიდიული პირი დააჯარიმა.

ჯარიმების სახით გამოწერილმა თანხამ 15,714,000 მილიონი ლარი შეადგინა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.


close დახურვა