logo
ENG



ჯარისკაცების დამცირებისა და წამების საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

23 აპრ 202114:50
3 წუთის საკითხავი
 

სავალდებულო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს შსს-ის 2 თანამშრომელმა ტუალეტის იატაკი ახეხინა. მაგალითად, ერთ შემთხვევაში, დაკავებულმა ჯარისკაცს ერთი საათიდან ორ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილს, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი. საქმის პროკურორი ამბობს, რომ ერთერთმა ბრალდებულმა ერთერთ დაზარალებულს დამამცირებელი მოქმედების დროს ფოტოსურათები გადაუღო და ტელეფონში კომპრომატის სახით ინახავდა. 


close დახურვა