logo
ENG



ჯასტინ ბიბერის საკონცერტო ტურნე გაურკვეველი ვადით გადაიდო

02 აპრ 202010:07
3 წუთის საკითხავი
 

ჯასტინ ბიბერის 2020 წლის საკონცერტო ტურნე გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარებაა. ამის შესახებ პოპვარსკვლავმა სოციალურ ქსელში დაწერა და ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ ადამიანების მიმართ ვინც პანდემიამ დააზარალა. კანადელი მომღერლის 2020 წლის საკონცერტო ტურნე 14 მაისს სიეტლიდან უნდა დაწყებულიყო. ფინალური შოუს გამართვა კი ნიუ-ჯერსიში 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი. 


close დახურვა